Tuesday, April 12, 2011

სასწავლო პროექტი : "ბუნებრივად საინტერესო გაკვეთილი"

პროექტი:  „ ბუნებრივად საინტერესო გაკვეთილი“


1.პროექტის სახელწოდება:  „ბუნებრივად საინტერესო გაკვეთილი“
2.პროექტის მთავარი იდეა:  მოსწავლეების მიერ ბუნების კანონების დამოუკიდებლად აღმოჩენა და მათში სამყაროს შეცნობის  სურვილის აღძვრა.
3. პროექტის აქტუალობა: სამყაროს შეცნობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მეთოდი ექსპერიმენტია. მოვლენები, რომლებიც ჩვენთვის უჩვეულოა, მოსწავლეების
დაინტერესებას იწვევს და მათ შეკითხვების დასმისკენ და მათზე პასუხის  ძიებისკენ უბიძგებს.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეების  მიერ  დამზადებული   მარტივი  საყოფაცხოვრებო  ნივთების გამოყენებით  ჩატარდეს საინტერესო ,  ექსპერიმენტებით
გაჯერებული გაკვეთილები საბუნებისმეტყველო დისციპლინებში.
5. მონაწილეთა ასაკი: IX- X  კლასის  მოსწავლეები.
6.ვადები/ხანგრძლივობა: სასწავლო წლის განმავლობაში.
7. მოსალოდნელი შედეგები: ექსპერიმენტის   ჩატარებისთვის   საჭირო   რესურსების (მოწყო-
                                                     ბილობის, ხელსაწყოს და  ა.შ. შექმნა.
8. პროექტისათვის საჭირო რესურსები: სხვადასხვა მარტივი საყოფაცხოვრებო ნივთები./DVD დისკი(ექსპერ.) ინტერნეტისაძიებო სისტემა, 
9. პროექტის მსვლელობა: 
ა) პროექტის მონაწილეთა სამ ჯგუფად დაყოფა. (ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის ექსპერიმენტებისთვის).
ბ) ჯგუფების მიერ თვეში ერთი  ექსპერიმენტისთვის საჭირო რესურსის მოძიება (შექმნა), ექსპერიმენტის ჩატარება როგორც საკუთარ კლასში, ისე  დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან. სასწავლო სწლის ბოლოს სკოლაში   „მეცნიერების   კვირეულის „   მოწყობა.
10.  საგნებთან კავშირი: საბუნებისმეტყველო საგნები,  ისტ. (ექსპერიმენტების დაგეგმვა სტანდარტების  შესაბამისად).
11. პროექტის ხელმძღვანელი: ბიოლოგიის მასწავლებელი თამარ ნარიმანიშვილი
12. ხელ-ლის ელ-ფოსტა: tnarimanishvili@gmail.com
13. პროექტის   ვებ-გვერდი/ბლოგი: http://www.tnarimanishvili.blogspot.com